» ჯანქი » დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მეორე ცოლისგან თავის დასაღწევად საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და პირველი ცოლის სახლში დაიმალა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მეორე ცოლისგან თავის დასაღწევად საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და პირველი ცოლის სახლში დაიმალა



დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მეორე ცოლისგან თავის დასაღწევად საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და პირველი ცოლის სახლში დაიმალა



ინდოეთში ერთმა მამაკაცმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რათა მეორე ცოლისგან გათავისუფლებულიყო. ამის შესახებ Times of India წერს.

შემთხვევა უტარაკჰანდის შტატში მოხდა. 33 წლის მანოი კუმარი, რომელიც მეორედ იყო დაქორწინებული და ცოლისგან თავის დაღწევა სურდა, ტყუილებითა და სკანდალებით დაიღალა და პრობლემის „რადიკალურად“ მოგვარება გადაწყვიტა. მეორე ცოლისგან თავის დასაღწევად მან დეტალური გეგმა შეადგინა. დანიშნულ დღეს ის სახლიდან ბანკში გასაუბრების საბაბით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ამის ნაცვლად,  მიიმალა იმ სახლში, სადაც პირველ ცოლთან ერთად ცხოვრობდა.

მეორე მეუღლემ კუმარის გაუჩინარების შესახებ პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს დამსხვრეული სკუტერი და დაასკვნეს, რომ კუმარი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. სამძებრო ჯგუფები 19 დღის განმავლობაში ჩხრეკდნენ ტყეებსა და ხეობის მიმდებარე ფერდობებს.
სიმართლე მაშინ გამოაშკარავდა, როცა პოლიციამ კუმარის მოულოდნელად გააქტიურებული მობილური ტელეფონის სიგნალს მიაგნო. აღმოჩნდა, რომ სიგნალი დელიდან მოდიოდა. მამაკაცი სწრაფად იპოვეს და დააკავეს.

„ეს არც უბედური შემთხვევა იყო და არც დანაშაული, ეს იყო დადგმული სცენა. მის წინააღმდეგ გატარდება ზომები საზოგადოებრივი რესურსების გაფლანგვისა და ხელისუფლების შეცდომაში შეყვანის გამო“, - განაცხადა ალმორის პოლიციის უფროსმა.

წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+