ცნობილი თურქი მსახიობი, ჯან იამანი სტამბოლში პოლიციამ დააკავა. იამანი ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციის ფარგლებშია დაკავებული.
სტამბოლის პოლიციამ გვიან ღამით ქალაქის 9 ღამის კლუბში და რამდენიმე სასტუმროში ჩაატარა ჩხრეკა რა დროსაც იამანი და მასთან ერთად კიდევ 6 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არის კიდევ ერთი მსახიობი, სელენ გორგუზელი.
ჯან იამანი და სელენ გორგუზელი სისხლის ანალიზისთვის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში გადაიყვანეს. გამოძიებას სტამბოლის მთავარი პროკურატურის კონტრაბანდის, ნარკოტიკებისა და ეკონომიკური დანაშაულის გამოძიების ბიურო აწარმოებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იამანს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.
პროკურორების ცნობით კი, საერთო ჯამში, სხვადასხვა ადგილას ჩატარებული ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)