» ჯანქი » მეტყველების ეს მახასიათებელი შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს

მეტყველების ეს მახასიათებელი შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს



მეტყველების ეს მახასიათებელი შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს



 ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დემენციის ადრეული ნიშანი გამოავლინეს. ტორონტოს უნივერსიტეტის სპეციალისტების თქმით, ეს შენელებული მეტყველებაა.

კვლევის მიმდინარეობისას მკვლევრებმა ვიდეოზარის მეშვეობით 125 ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს სურათები აჩვენეს და მათი აღწერა სთხოვეს.
მისი მეშვეობით ადგენდნენ, რამდენად სწრაფად საუბრობდა თითოეული მათგანი, რამდენი ხნით ყოვნდებოდა სიტყვებს შორის და რამდენ განსხვავებულ სიტყვას იყენებდა.

მონაწილეებს კითხვარიც შეავსებინეს, რომლითაც მათი კონცენტრაციის უნარი,

ფიქრის სისხარტე და საქმეების დაგეგმვისა და შესრულების უნარი შეაფასეს.

აღმოჩნდა, რომ აღმასრულებელ ფუნქციებსა და მეტყველების სისწრაფეს შორის გარკვეული კავშირია, განსაკუთრებით კი შედარებით ასაკოვან ადამიანებში.
მეცნიერების თქმით, ამგვარი ექსპერიმენტი ღირებული მონაცემების მოპოვების საშუალებას იძლევა, მაგრამ სხვა მეთოდების ჩართვით, სავარაუდოდ, დემენციის ნიშნების გამოვლენის უფრო ძლიერ ინსტრუმენტებს მივიღებთ.

წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+